ავტორიზაცია

იუვენტუსის ნახევარმცველი შესაძლოა საუდის არაბეთში წავიდეს

იუვენტუსის ნახევარმცველი შესაძლოა საუდის არაბეთში წავიდეს
თარიღი 25 Aug 2024, 12:16
"იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურ მელო საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენლების ინტერესთა სფეროში მოხვდა. 

28 წლის ფეხბურთელი არ ჯდება მთავარი მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში, ამიტომ "ბიანკონერის" ხელმძღვანელობა მზად იქნება მოთამაშის თაობაზე წინადადებები მოისმინოს. 

ინსაიდერის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბრაზილიელის შეძენით საუდის არაბეთის უცნობი კლუბი ინტერესდება. 

გასულ სეზონში არტურ მელო "ფიორენტინაში" იჯარით თამაშობდა. 

ნახევარმცველს კონტრაქტი "იუვენტუსთან" 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.