იუვენტუსმა გლადბახის ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა

"იუვენტუსმა" "გლადბახის" ნახევარმცველის, დენის ზაქარიას ტრანსფერი შეათანხმა, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული გრანდი 5 მილიონ ევროს გადაიხდის + ბონუსები.
კონტრაქტი 2026 წლამდე იმოქმედებს. ფეხბურთელი ტურინში უახლოეს პერიოდში ჩავა.
2021/22 წლების სეზონში 25 წლის შვეიცარიელმა "გლადბახის" რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.