იუვენტუსმა მეკარესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
"იუვენტუსის" მეკარემ მატია პერინმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
როგორც ტურინული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელმა შრომით ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
2024/2025 წლების სეზონში პერინმა "იუვენტუსში" ოთხი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაუშვა.