იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე რომა დაამარცხა და ოთხეულს მიუახლოვდა

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში, ტურინის იუვენტუსმა საკუთარ კედლეში რომა მიიღო და მეტოქე 2-1 დაამარცხა.
მატჩს ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა — 44-ე წუთზე თავი კონსეისაუმ გამოიჩინა და მასპინძლები დააწინაურა. 70-ე წუთზე, ოპენდამ აიღო რომას კარი და სხვაობა ორამდე გაზარდა. 76-ე წუთზე, ბალდანციმ ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.
იუვენტუსი 2-1 რომა
გოლები: 1-0 კონსეისაუ (44'), 2-0 ოპენდა (70'), 2-1 ბალდანცი (76')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსს 29 ქულა მოუგროვდა და მე-5 პოზიციას იკავებს, ხოლო რომა 30 ქულით მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში ტურინელები პიზას ესტუმრებიან, რომაელები კი ჯენოას მიიღებენ.