იუვენტუსმა შესაძლოა არსენალის მცველი იყიდოს

ტურინის "იუვენტუსმა" შესაძლოა ლონდონის "არსენალის" მცველი შეიძინოს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ "ბებერი ქალბატონი" რიკარდო კალაფიორის დამატებას ვერ შეძლებს, ტიაგო მოტას გუნდის პრიორიტეტული სამიზნე იაკუბ კივიორი იქნება.
შეგახსენებთ, რომ კალაფიორის ტრანსფერის ფავორიტად "არსენალი" ითვლება.