ავტორიზაცია

იუვენტუსს თურქის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება

იუვენტუსს თურქის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება
თარიღი 14 Mar 2025, 14:06
მიმდინარე სეზონში იუვენტუსი არც ისე კარგად გამოიყურება, ამის გამო სეზონის ბოლოს დიდი შანსია გუნდი ტიაგო მოტამ დატოვოს. ასევე არის შანსია გუნდი ბევრმა მოთამაშემ დატოვოს და ისევ ახალი გუნდის შენება დაიწყოს. ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი სახე ქენან ილდიზი უნდა იყოს. 

თურქი ფეხბურთელი საოცრად ნიჭიერია და სეზონის კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე წრეში თამაში აერია და საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფება, ეს განპირობებულია იუვენტუსის დაცვითი ტაქტიკით, შეტევაში ილდიზი საკმაოდ შეზღუდულია და ამოვარდნილია მოტას სათამაშო სისტემიდან. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ილდიზის ანგარიშზე 28 ჩატარებული შეხვედრაა, 4 გატანილი გოლი და 2 საგოლე პასი. 

მიუხედავად იმისა, რომ ილდიზის სტატისტიკა არც ისეთი კარგია, მის მიმართ უკვე დიდი ხანია იჩენს ინტერესს ლივერპული, ლუის დიასის წასვლის შემთხვევაში თურქი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ინგლისში გადაბარგების, სხვა საკითხია რამდენად გაუშვებს მას იუვენტუსი. იმასაც შეგახსენებთ, რომ იტალიურმა გუნდმა ილდიზი ბაიერნიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა დღეს კი მისი ფასი 50 მილიონს აღწევს.