იუვენტუსში დიბალას მომავალზე ოფიციალურად ალაპარაკდნენ

"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ ფორვარდ პაულო დიბალას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.
"დიბალას ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე პრობლემა. ზოგჯერ კარგად გამოიყურება, ზოგჯერ - ცუდად. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვსაუბრობთ, რის შესახებაც უახლოეს დღეებში და თვეებშიც ვილაპარაკებთ", - ციტირებს პარატიჩის სიტყვებს Sky Sport Italia.
დიბალა "იუვენტუსის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში 27 წლის არგენტინელმა ყველა ტურნირზე ერთად 16 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა დიბალას "ბებერ ქალბატონთან" 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.