იუვენტუსში ტიაგო მოტას პოტენციურ შემცვლელს ეძებენ

მიმდინარე სეზონის წინ იუვენტუსში დიდი ცვლილებები მოხდა და გულშემატკივრებს ჩემპიონობის ამბიციები გაუჩნდათ, გუნდმა მთავარ მწვრთნელად ტიაგო მოტა მოიყვანა, ასევე მისთვის სასურველი ფეხბურთელები შეიძინა: ტეუნ კუპმეინერსი, ხეფრენ ტურამი და დუგლას ლუისი ეს ტრიო ნახევარ დაცვაში უნდა მდგარიყო, მაგრამ ამ ტრიოდან მხოლოდ ფრანგმა გაამართლა ისიც ნაწილობრივ, რაც შეეხება ბრაზილიელს და ნიდერლანდელს მათი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მეორე კანდიდატი იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რობერტო მანჩინია, თავად იტალიელი არ მალავს საქმეში დაბრუნების სურვილს და იუვეს ვარიანტი მას ძალიან ხიბლავს. მანჩინის ბოლოს სამუშაო ადგილი საუდის არაბეთის ნაკრები იყო, ხოლო კლუბში ბოლოს 2018 წელს მუშაობდა, როდესაც ზენიტს ედგა სათავეში.
ასევე ტიაგო მოტა, იტალიელი სპეციალისტი ბოლონიაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც გაიყვანა, მაგრამ იუვენტუსში მოსვლის შემდეგ, იმ თამაშს ვერ აჩვენებს რასაც მოკრძალებულ ბოლონიაში და იუვენტუსი საჩემპიონო რბოლას დიდი ხანია გამოეთიშა. ახალ სეზონში იუვენტუსში კვლავ იგეგმება ცვლილებები და დიდი შანსია ტიაგო მოტამ თავისი თანამდებობა დატოვოს, “ზებრები„ მის შემცვლელს უკვე ეძებენ.
პირველი, რა თქმა უნდა, ანტონიო კონტეა. ნაპოლის ამჟამინდელი თავკაცი, თავისი მდგომარეობით ნეაპოლურ კლუბში უკმაყოფილოა და თუ მისი გაწვრთნილი გუნდი სეზონის ბოლოს სკუდეტოს ვერ მოიპოვებს დიდია იმის შანსია, რომ კონტემ ნაპოლი დატოვოს და თავის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდეს.

მეორე კანდიდატი იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რობერტო მანჩინია, თავად იტალიელი არ მალავს საქმეში დაბრუნების სურვილს და იუვეს ვარიანტი მას ძალიან ხიბლავს. მანჩინის ბოლოს სამუშაო ადგილი საუდის არაბეთის ნაკრები იყო, ხოლო კლუბში ბოლოს 2018 წელს მუშაობდა, როდესაც ზენიტს ედგა სათავეში.
არ უნდა დავივიწყოთ ჯან პიერო გასპერინი ატალანტას მთავარი მწვრთნელი სერია ას ტიტულისთვის იბრძვის. ისიც გარკვეული, რომ გასპერინი სეზონის ბოლოს “ლადეას“ დატოვებს და დიდი შანსია იუვენტუსმა ამით ისარგებლოს და ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი მიიყვანოს გუნდის სათავეში.
“ზებრებისთვის„ 2025-2026 წლების სეზონი ისევ ახალი ფურცლიდან დაიწყება, კლუბში კვლავ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი და ვინ იქნება ამ ცვლილებების მთავარი შემოქმედი ამას ახალი სეზონიდან ერთად გავიგებთ.
“ზებრებისთვის„ 2025-2026 წლების სეზონი ისევ ახალი ფურცლიდან დაიწყება, კლუბში კვლავ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი და ვინ იქნება ამ ცვლილებების მთავარი შემოქმედი ამას ახალი სეზონიდან ერთად გავიგებთ.