ავტორიზაცია

იყო თუ არა პენალტი? - ეპიზოდი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა [VIDEO]

იყო თუ არა პენალტი? - ეპიზოდი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა [VIDEO]
თარიღი 02 მარ 2020, 01:02
ეროვნული ლიგის პირველ ტურში "ლოკომოტივი" შინ "სამტრედიას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, რადგან 4-ვე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. გასული სეზონის მსგავსად, GOAL.GE წელსაც შემოგთავაზებთ საქართველოს ჩემპიონატის მატჩების საკამათო ეპიზოდებს.

დიდი კამათი გამოიწვია "ლოკომოტივის" მეორე გოლმა, რომელიც მათ პენალტით გაიტანეს, თუმცა იყო თუ არა პენალტი, სხვა საკითხია.

ეს ეპიზოდი დიდი განხილვის საგანი გახდა. ამ მომენტს "სამტრედიას" დირექტორი მიხეილ ხუციშვილიც გამოეხმაურა.

"ზოგადად, მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა იმ ეპიზოდთან მსაჯი ძალიან ახლოს იდგა და უნდა დაენახა, რა მოხდა რეალურად. იმედი მაქვს, მომავალში ასეთი შეცდომები აღ​არ იქნება", – განაცხადა ხუციშვილმა.