ავტორიზაცია

ჯადოქარი ჟორჟე მენდეში

ჯადოქარი ჟორჟე მენდეში
თარიღი 12 ივლ 2024, 15:56
ლისაბონში ბაბადელას რაიონში, ცხოვრობდა დღეს დღეს ყველაზე ცნობილი და საოცნებო საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში. მენდეშის ოცნება ფეხბურთელობა იყო, მაგრამ ეს ამბავი მას ისე კარგად არ გამოსდიოდა, როგორც გაყიდვები ან მოლაპარაკებები. პატარა ასაკში მენდეში ქუჩაში ყიდდა ტანსაცმელს, რაშიც საგრძნობლად სჯობდა თავის კონკურენტებს. 30 წლის ასაკში მენდეშმა გახსნა თავისი ვიდეო კასეტების მაღაზია, რომელიც საკმაოდ წარმატებით მუშაობდა. შემდეგი ნაბიჯი მენდეშისთვის ღამის კლუბის გახსნა იყო, რომელსაც ''LUZ DO MAR'' დაარქვა და ის ესპანეთის საზღვართან მდებარეობდა. ბუღალტერიისა და ფინანსების გარდა, მენდეში პერიოდულად მუსიკასაც უკრავდა და ართობდა ადგილობრივ სტუმრებს. 1996 წელს კლუბს ვიტორიას მეკარე ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ესტუმრა, მან და მენდეშმა მარტივად გაუგეს ერთმანეთს. ნუნუს თქმით, მას აღარ სურდა პორტუგალიაში თამაში და მისი ოცნება ლა ლიგაში გადაბარგება იყო. მეკარემ ისიც აღიარა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ უნდა გადასულიყო მეზობელ ქვეყანაში. ამ დროს გამოუცდელმა ჟორჟე მენდეში შესთავაზა თავისი დახმარება და უთხრა, რომ ამ საქმიდან შეიძლებოდა რაღაცა გამოსულიყო. შემდეგ დილას მენდეში დაუკავშირდა ნუნუს და მას მერე ეშპირიტუ გახდა მენდეშის პირველი კლიენტი. ზუსტად ერთ წელიწადში ნუნუ ეშპიროტუ სანტუ, რომელიც პორტუგალიის საშუალო დონის კლუბში ასაპრეზობდა, ესპანეთის ტოპ გუნდში გადაბარგდა და დეპორტივო ლა კორუნიაში ჩაირიცხა.

როგორც აღვნიშნეთ, მენდეშის სააგენტო კარიერა, სწორედ ნუნუს ტრანსფერით დაიწყო. იმ პერიოდში კრიშტიანუ რონალდუ 16 წლის გახდა და უკვე მის გარშემო იმ პერიოდის ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო აგენტები ტრიალებდნენ, მენდეშის გზა რონალდუსთან იმ მომენტში დახურული იყო. არაა გასაკვირი, რომ რონალდუს აგენტი ჟოზე ვეიგა გახდა, პორტუგალიის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ადამიანი ამ სფეროში. ვეიგამ სპორტინგთან რონალდუს კონტაქტი მარტივად მოაგვარა, 4-წლიანი ხელშეკრულება და თვეში 2000 ევრო ხელფასის სახით. მაგრამ პრობლემები რონალდუს თავს ფაქტობრივად თავიდანვე დაიწყო, ხანდახან კლუბი ხელფას ვერ უხდიდა, 16 წლის რონის ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია საწყის ტურებში. ვეიგას ისეთი კლიენტები ჰყავდა, როგორებიც იყვნენ ლუიშ ფიგუ და ზინედინ ზიდანი და რონალდუ მისთვის პრიორიტეტი არ იყო. როდესაც მენდეში დადგა ფეხზე და გახდა შედარებით ცნობილი, რონალდო მაშინ უკვე 17 წლის იყო. ჟორჟეს ჰქონდა გეგმა და ამ გეგმისთვის ის დაუკავშირდა ჟორჟე მანუელს კიდევ ერთ აგენტს, რომ ისინი ერთად შეხვედროდნენ რონალდუს და მის დედას. მენდეშისთვის მალევე ხდება ცნობილი, რომ რონალდუ უკმაყოფილო იყო ვეიგასთან მუშაობით და მენდეში ამ შანსის გაშვებას არ აპირებდა, მან ყველანაირი ხერხით ცადა რონალდუს გაცნობა და ეს გამოუვიდა კიდეც. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ მენდეში პირდაპირ მივიდა რონალდუსთან და საღამოს ის და დედამისი დაპატიჟა ვახშამზე. მენდეშმა და რონალდუმ თავიდანვე გამონახეს მარტივი სასაუბრო ენა, ჟორჟე ინტერესდებოდა ყველანაირი პატარა დეტალით, რომელიც აწუხებდა კრიშტიანუს. მეორე დილას რონალდყმ და მისმა დედამ მიიღეს გადაწყვეტილება, დღეიდან პორტუგალიის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე ჟორჟე მენდეშის კლიენტი ყოფილიყო. თანამშრლომლობის დაწყებისთანავე მენდეშს და რონალდუს ერთი გზა ჰქონდათ - ისინი უნდა წასულიყვნენ სპორტინგიდან. თავდაპირველად მენდეშს საკმაოდ ცოტა კონტაქტი ჰქონდა ქვეყნის გარეთ, ერთ-ერთი კლუბი ნიუკასლი იყო, მაგრამ ეს ვარიანტი თავიდანვე უარით გაისტუმრეს.

ჟორჟე მენდეში კარგად იცნობდა, კარლოშ კეირუშს, რომელიც იმ დორისთვის სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტი იყო. 2002 წელს იუნაიტედს მეკარე სჭირდებოდა, მენდეშს მეკარის სახით კადრი არ ჰყავდა, მაგრამ ამან ამბიციური და მიზანდასახული აგენტი უკან არ დახია. მისი თქმით, ის რიკარდუ ლოპესის აგენტი იყო. ამან შედეგი გამოიღო და მანჩესტერში შეხვედრა ჩაინიშნა, რონალდუს აგენტი ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ გაეცნო სერ ალექს ფერგიუსონი. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მენდეშმა თავისი მეგობარი აეროპორტში წაიყვანა, მასთან ერთად მისი მეუღლეც იყო. უკანა გზაზე პორტუში, საიდანაც მენდეში მანჩესტერში უნდა წასულიყო, საშინელ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. პორშეს უკანა ნაწილი მანქანას მთილიანად მოძვრა, მენდეში და მისი ცოლი სასწაულებრივად გადარჩნენ. სამედიცინო დახმარების მერე ჟორჟე საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, რადგან ყურიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, მენდეშმა ამაზე უარი თქვა და პორტოს აეროპორტისკენ დაიძრა, რადგან მერე დღეს ფერგიუსონს უნდა შეხვედროდა.

დილით, ძლიერი თავის ტკივილს მიუხედავად, მენდეში მიდის ბაზაზე, სადაც მას სერ ალექსი და კეირუში ელოდებიან. იმ მომენტში ყურიდან სისხლის დენა არ შეჩერებულა, მენდეშმა იეშმაკა და ფერგიუსონის წინ ჯანმრთელი ყურის მხარეს დაჯდა. შეხვედრის მანძილზე მენდეშს ბევრი არ უსაუბრია. მანჩესტერში წარმომადგენლები ეჭვის თვალით უყურებდნენ პორტუგალიელ აგენტს. ზუსტად 1 წელიწადში რონალდუ ძალიან მაღალ დონეზე ავა და დაიმსახურებს ტოპ კლუბში ტრანსფერს. იმ წელს რამდენიმე გუნდი სერიოზულ ინტერეს გამოთქვამდა კრიშტიანუს მიმართ. საქმეში იუვენტუსი იყო, მენდეშის იდეა სალასის წასვლა იყო სპორტინგში და რონალდსი - იუვენტუსში, მაგრამ სალასმა ეს გაცვლა იუარა. შემდეგი იყო პარმა, საკმაოდ კარგი პირობებით: 4 მილიონი აგენტს და 4 მილიონი წელიწადში კრიშტიანუს, მაგრამ პარმა იმ დროს უკვე კრიზისში ვარდებოდა და ეს ვარიანტი რონალდუმ და მენდეშმა არც კი განიხილეს. იმ მომენტში ლონდონის არსენალი გამოჩნდა, რონალდუ ჩავიდა ლონდონში, დაათვალიერა ბაზა, ეს ყველაფერი ძალიან ჩუმად იყო ორგანიზებული. არსენალს იმ მომენტისათვის არ ჰქონდა საკმარისი თანხები რონალდუს დასამატებლად.

სპორტინგს და მანჩესტერს შორის იყო ჩანიშნული ამხანაგური თამაში, თამაშამდე სერ ალექსმა და მენდეშმა ყველა დეტალი მოაგვარეს და ამ შეხვედრის მერე რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდებოდა. მენდეშის მოთხოვნა ფერგუსონმა და კლუბმა დააკმაყოფილეს, რონალდუს სეზონის 50% შეხვედრებში უნდა მიეღო მონაწილეობა, რაც მისი კარიერისთვის დიდი ბიძგი იქნებოდა. აქედან დაიწყო ყველაფერი, რონალდუს თქმით ჩემს ბიოგრაფიულ წიგნს, მირაგრერო ჟორჟე მენდეში უნდა დავარქვაო, რადგან ეს სიტყვა ჯადოქარს ნიშნავს, და მენდეშმა ნამდვილი ჯადოქრობა ჩაიდინა იმ წლებში.