ავტორიზაცია

ჯანლუიჯი დონარუმა ისევ იტალიაში? — პსჟ ახალ მეკარეს ეძებს

ჯანლუიჯი დონარუმა ისევ იტალიაში? — პსჟ ახალ მეკარეს ეძებს
თარიღი 20 Jan 2025, 12:00
პარის სენ-ჟერმენის კიპერი ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა ბოლო სეზონს ატარებდეს ფრანგულ გრანდში. კლუბში იტალიელი მეკარის პოზიცია შერყეულია და დონარუმა სერიოზულად ფიქრობს კლუბის გამოცვლას. ჯიჯოს დიდი სურვილი გააჩნია, რომ დაბრუნდეს სამშობლოში და კვლავ იტალიის სერია - A ში იასპარეზოს. 

დონარუმას წასვლის მთავარი მიზეზი, დიდი ანაზღაურებაა აპენინელ კიპერს წელიწადში 10 მილიონი ევრო აქვს, რაც ასტრონომიული ანაზღაურებაა. 25 წლის მეკარის აგენტები ხელფასის შემცირებაზე უარს ამბობენ და მისთვის ახალი კლუბის მოძებნას აპირებე. სამშობლოში დონარუმას მიმართ დიდი ინტერესს, ინტერი იჩენს. მილანის ყოფილი მეკარე სერიოზულად განიხილავს “როსონერის“ მთავარ მტრებში გადასვლას და დიდი შანსია მილანის ყოფილი მეკარე ისევ მოდის ქალაქში დაუბრუნდეს, მაგრამ ამჯერად “ნეროაძურის“ ფერებში.

ფრანგულ გუნდს, უკვე ჰყავს დონარუმას შემცვლელი. საუბარია ლილის კიპერ ლუკას შევალიეზე, ფრანგი მეკარე საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. შევალიეს კონტრაქტი ლილთან 2027 წლამდე აკავშირებს და მისი დამატებას საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.