ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

მილანის ყოფილი და პსჟ-ს მოქმედი მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს — ინფორმაცია იტალიურ მედიაში გავრცელდა.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ინტერს იან ზომერის შეცვლა სურს და ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ 25 წლის იტალიელ მეკარეს განიხილავს, რომელსაც კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმამ მილანი 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერა პსჟ-ში გააგრძელა. transfermarkt-ის ცნობით, მისი დღევანდელი ღირებულება 35 მილიონი ევროა.