ავტორიზაცია

ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე პრემიერ ლიგის კლუბი მუშაობს

ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე პრემიერ ლიგის კლუბი მუშაობს
თარიღი 13 Jul 2025, 12:11
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ ლიგის კლუბი ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე მუშაობს და პირველ შეთავაზებას ამზადებს.

L'Equipe-ის ცნობით, პარი სენ ჟერმენის 26 წლის იტალიელი მეკარის დამატებას ლონდონის ჩელსის სურს და აღნიშნულ ტრანსფერზე მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პარი სენ ჟერმენს 2021 წელს მილანიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება.