ჯარიმები და თერთმეტმეტრიანები — მესის საოცარი სტატისტიკა 2018 წლიდან დღემდე

არგენტინის ეროვნული ნაკრების და ინტერ მაიამის ვარსკვლავს, ლიონელ მესის 2018 წლიდან დღემდე საოცარი სტატისტიკა აქვს.

ბოლო 7 წლის განმავლობაში, არგენტინელმა შემტევმა ერთნაირი რაოდენობის, 35-35 ჯარიმის და თერთმეტმეტრიანის გატანა მოახერხა მეტოქეთა კარში.

ლიონელ მესი მიმდინარე სეზონში წარმოუდგენელ ფორმაში და ინტერ მაიამის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 39 გოლთან ერთად 19 საგოლე გადაცემის გაფორმება მოახერხა.

