ჯეიდენ ფილოჯინის ბარსელონაში ტრანსფერი გართულდა - მისი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯეიდენ ფილოჯინის ბარსელონაში ტრანსფერი რთული იქნება, რადგან ის უპირატესობას პრემიერ ლიგის კლუბებს ანიჭებს.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ინგლისელმა ფეხბურთელმა შემოთავაზებები კრისტალ პალასისგან, იფსვიჩ თაუნისგან და ევერტონისგან მიიღო. თავად ბარსამ კი ფილოჯინის თაობაზე ჰალ სიტის მიმართა და "ვეფხვებს" იჯარა (სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტით) შესთავაზა.
22 წლის შემტევმა, რომელიც ტექნიკური მონაცემებით გამოირჩევა, გასულ სეზონში ჩემპიონშიფში 32 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. ჯეიდენი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა.
ჰალ სიტის გარდა, ფილოჯინს ასტონ ვილაში, სტოკ სიტისა და კარდიფში უთამაშია.