ჯეიდონ სანჩო გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნებასთან ახლოს არის

ჯეიდონ სანჩო მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებასთან და გერმანიაში დაბრუნებასთან ახლოს არის
23 წლის ინგლისელი შემტევის დამატებაზე ყოფილი კლუბი, დორტმუნდის ბორუსია მუშაობს და მის გაფორმებას უახლოეს დღეებში შეეცდება - გერმანულ კლუბს სანჩოს დამატებას 6 თვიანი იჯარის წესით და ზაფხულში გამოსყიდვის უფლებით სურს
შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩო მანჩესტერ იუნაიტედში 2021 წელს სწორედ დორტმუნდიდან გადავიდა