ჯეიდონ სანჩო იტალიის სერია ა-ს უახლოვდება — ტრანსფერის ალბათობა მაღალია

ჯეიდონ სანჩო რუბენ ამორიმის გეგმებში არ შედის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მანჩესტერ იუნაიტედს აუცილებლად დატოვებს.
25 წლის ინგლისელის ტრანსფერზე რომა აქტიურად მუშაობს და მანჩესტერულ კლუბთან შეთანხმებასაც მიაღწია — მხარეები 25 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.
რომას ხელმძღვანელობა ფეხბურთელის წარმომადგენლებს ხვდება და მოლაპარაკებები პირად კონტრაქტზე მიმდინარეობენ. რომაული კლუბი მზად არის სანჩოს 5 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს.