ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე იტალიური კლუბები მუშაობენ

იტალიური მედიის ცნობით, ჯეიდონ სანჩომ შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგა დატოვოს და კარიერა სერია ა-ში გააგრძელოს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 25 წლის ინგლისელის ტრანსფერით იუვენტუსი და ნაპოლი ინტერესდებიან და ფეხბურთელის აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩომ გასული სეზონი იჯარის წესით ჩელსიში გაატარა და 30 ივნისს მანჩესტერ იუნაიტედში ოფიციალურად დაბრუნდება. როგორც ირკვევა, ფეხბურთელი რუბენ ამორიმის გეგმებში არ შედის და ტრანსფერზეა დაყენებული.