ავტორიზაცია

ჯეიმი ვარდიმ რომეროს შეურაცხყოფა მიაყენა და სპურსის ფანები დატროლა

ჯეიმი ვარდიმ რომეროს შეურაცხყოფა მიაყენა და სპურსის ფანები დატროლა
თარიღი 20 Aug 2024, 19:08
ჯეიმი ვარდი პრემიერ ლიგაში დრამატულად დაბრუნდა - პირველ ტურში ტოტენჰემი პედრო პოროს გოლით იგებდა, მაგრამ 37 წლის ცენფორვარდმა ანგარიში გაათანაბრა და ლესტერს ქულა გადაურჩინა.

გოლის გატანის შემდეგ ვარდი, კრისტიან რომეროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოედნიდან გასვლისას სპურსის ფანებს ჟესტით ანიშნა, რომ მას 1 პრემიერ ლიგა აქვს, ტოტენჰემს კი - 0.


ივარაუდებოდა, რომ ტრავმის გამო ჯეიმი ლესტერის პირველ მატჩს გამოტოვებდა, რადგან მან პრესეზონზე ძალიან ცოტა ითამაშა და შეხვედრამდე მხოლოდ 4 სავარჯიშო სესია ჩაატარა. 

მიუხედავად ამისა, ვარდიმ მწვრთნელს უთხრა, რომ სათამაშოდ მზად იყო. ვეტერანი ინგლისელი შეტევას ბრწყინვალედ გაუძღვა და თავისი 138-ე პრემიერლიგური გოლი გაიტანა.