ავტორიზაცია

ჯეკ უილშირმა ბორნმუთი ოფიციალურად დატოვა

ჯეკ უილშირმა ბორნმუთი ოფიციალურად დატოვა
თარიღი 28 May 2021, 21:51

"ბორნმუთის" ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა კლუბი დატოვა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.

"ალუბლებმა" 29 წლის ინგლისელს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.

უილშირი "ბორნმუთს" 2021 წლის იანვარში შეუერთდა და ნახევარწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

გამოცდილმა ფეხბურთელმა "ალუბლების" მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.