ჯენოამ 22 წლის მექსიკელი მცველი დაიმატა
მექსიკური "უნამის" მცველი, ხოან ვასკესი "ჯენოაში" გადავიდა.
იტალიურმა კლუბმა 22 წლის მექსიკელი იჯარით დაიმატა, შემდგომი შესყიდვის ვალდებულებით.
აღნიშნულ ინფორმაციას გენუელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს.
ტრანსფერი 3,5 მილიონ ევროდ ფასდება. კონტრაქტი 2025 წლამდეა გათვლილი.