ავტორიზაცია

ჯენოამ 37 წლის გორან პანდევს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

ჯენოამ 37 წლის გორან პანდევს ახალი კონტრაქტი შესთავაზა
თარიღი 03 Jun 2021, 22:21

"ჯენოას" თავდამსხმელ გორან პანდევთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

იტალიურმა კლუბმა 37 წლის ჩრდილოეთ მაკედონიელ ფორვარდს ახალი ერთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.

აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

გასულ სეზონში პანდევმა სერია ა-ში 29 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.