ჯენოამ თურქეთის ჩემპიონატიდან თავდამსხმელი დაიმატა

"ტრაბზონსპორის" თავდამსხმელი, კალებ ეკუბანი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
27 წლის განელმა გენუელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2024 წლამდე დარჩება.
გასულ სეზონში ეკუბანმა თურქეთის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა.