ჯიჯი დონარუმას ორი გრანდი ეპატიჟება
„მილანის“ გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა, სატრანსფერო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იტალიელი მეკარის გადაბირების სურვილს „პსჟ“ და ლონდონის „ჩელსი“ გამოთქვამენ.
ორივე ამ კლუბს სურს, დონარუმას გადაბირება ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს. ფეხბურთელს „მილანთან“ კონტრაქტი ეწურება და ჯერჯერობით, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.
დონარუმას აგენტი, მინო რაიოლა, მისთვის 2-წლიან კონტრაქტს და წლიურად 10 მილიონ ევროს ითხოვს, „მილანი“ კი მხოლოდ 3-წლიან ხელშეკრულებას და ხელფასის სახით 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს.