ავტორიზაცია

ჯიმი ბატლერის ერა სრულდება ?

ჯიმი ბატლერის ერა სრულდება ?
თარიღი 25 მაი 2024, 17:24
საკმაოდ სენსაციური სიახლე გავრცელდა დილით, მაიამი "ჰიტი" მზადაა დაემშვიდობოს თავის ლიდერს, საუბარია ჯიმი ბატლერზე.
34 წლის მოთამაშეს კიდევ 2 წელი აქვს დარჩენილი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ამერიკელმა მოთამაშემ 102 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.

ფლორიდელები ტაილერ ჰიროსა და ბემ ადებაიოს გარშემო გეგმავენ გუნდის აწყობა. ჰირო ახალგაზრდაა და მის გარშემო ფრენჩაიზის აშენება ლოგიკურიც არის, ხოლო ბემ ადებაიო ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მაღალია და გუნდის მეორე ოფცია შეტევაში.

ჯერ ჯერობით უცნობია თუ, რომელ გუნდებს სურთ ჯიმის დამატება, მაგრამ მთელი ზაფხული წინ არის და მაიამი თუ მართლაც დააპირებს ბატლერის გაცვლას, მსურველების მონახვა არ უნდა გაუჭირდეს. ჯიმისთან ერთად, მაიამიმ ორჯერ ითამაშა სუპერ ფინალი, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა, ჯერ ლეიკერსთან, შარშან კი დენვერი "ნაგეცთან".