ავტორიზაცია

ჯო ჰარტი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

ჯო ჰარტი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს
თარიღი 23 თებ 2024, 20:31
სელტიკის მეკარე, ჯო ჰარტი სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს - ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.

ჯო ჰარტმა საფეხბურთო კარიერა 2003 წელს დაიწყო, ხოლო 2006 წელს მანჩესტერ სიტიში გადავიდა და 2008 წელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მოხვდა.

მანჩესტერ სიტისთან ერთად ჰარტმა ორჯერ პრემიერ ლიგა და ინგლისის ლიგის თასი, ხოლო ერთხელ ასოციაციის თასი მოიგო. სელტიკთან ერთად კი შოტლანდიის ჩემპიონი ორჯერ გახდა.