ავტორიზაცია

ჯონათან დევიდის მიმართ, დიდი ინტერესია

ჯონათან დევიდის მიმართ, დიდი ინტერესია
თარიღი 17 Oct 2024, 13:44
ლილის თავდამსხმელი ჯონათან დევიდი, ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ ზამთარში წინასწარი კონტაქტი გააფორმოს ნებისმიერ კლუბთა. დევიდის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია. კანადელის თავის გუნდში ხილვა, იუვენტუს, ინტერს და ბარსელონას სურთ. 

კატალონიური კლუბი დევიდს, რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს, პოლონელი უკვე ასაკშია და არის იმის ალბათობა, რომ რობერტმა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. მსგავსი სიტუაციაა დუშან ვლაჰოვიჩთანაც, სერბი თავდამსხმელი იუვენტუსში ძალიან დიდი ანაზღაურებას იღებს და ტურინელებისათვის მისი გაშვება, საკმაოდ მომგებიანი იქნება. მეორე იტალიური კლუბის ინტერის სურვილი, რომ მოთამაშე უფასოდ დაიმატოს და დიდი ხელფასით შეძლოს მისი გადაბირება, სამივე გუნდს აქვს შანსი დევიდის წაყვანის, მაგრამ წინ დიდი დროა და შეიძლება კიდევ გამოჩნდნენ მსურველები. 

დევიდმა ლილის მაისურით ყველა ტურნირზე, 195 შეხვედრა ჩაატარა და 92 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში კანადელის ანგარიშზე, 13 ჩატარებულ შეხვედრაში, 8 გატანილი გოლია.