ავტორიზაცია

ჯორჯ კლუნიმ შესაძლოა ესპანური კლუბი იყიდოს

ჯორჯ კლუნიმ შესაძლოა ესპანური კლუბი იყიდოს
თარიღი 25 Feb 2020, 22:30
ცნობილმა მსახიობმა, ჯორჯ კლუნიმ შესაძლოა ესპანური "მალაგა" იყიდოს, რომელიც მეორე დივიზიონში ასპარეზობს.

როგორც A Bola წერს, "მალაგას" აქციათა ყიდვის საკითხის განსახილველად კლუნისთან დაკავშირებულმა ამერიკულმა ბიზნეს-ჯგუფმა მიმართა.

მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების დეტალები არ ხმაურდება.

ჯგუფს ვითომდა "მალაგას" მფლობელ აბდულ ალ ტანის აქციების ყიდვა უნდა, რომელიც 100 მილიონ ევროს ითხოვს. ფინანსური პრობლემების გამო, აქამდე კლუბში გარე მართვა შემოიღეს.