კაცნაკლულ პოლონეთს ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - 1:2 სლოვაკეთის სასარგებლოდ [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფში შედგა მატჩი პოლონეთისა და სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც 1:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 62-ე წუთზე მსაჯმა გააძევა გრიგორი კრიხოვიაკი, რის გამოც პოლონეთი 30 წუთზე მეტი კაცნაკლული თამაშობდა.
ანგარიში გაიხსნა ვოიცეხ შესნის ავტოგოლით, შემდეგ იყო კაროლ ლინეტის ანაგრიშის გათანაბრება, საბოლოო წერტილი მილან შკრინიარმა დასვა.