ავტორიზაცია

კაფუს სურს უჩივლოს რომასა და Qatar Airways-ს საიმიჯო უფლებების დარღვევის საქმეზე

კაფუს სურს უჩივლოს რომასა და Qatar Airways-ს საიმიჯო უფლებების დარღვევის საქმეზე
თარიღი 15 ოქტ 2023, 08:49
კაფუს სურს უჩივლოს "რომასა" და Qatar Airways-ს 11,8 მილიონი ევროს საქმეზე.

როგორც Calcio e Finanza Il Messaggero-ზე დაყრდნობით წერს, ბრაზილიელი თავის ყოფილ კლუბს და ავიაკომპანიას საიმიჯო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. 

2019 წელს, კაფუ, როგორც კლუბის ლეგენდა, დათანხმდა გამხდარიყო "რომას" სახე, როგორც სპონსორობის ხელშეკრულების ნაწილი Qatar Airways-თან.

მხარეებს ახლა 17 ნოემბრამდე აქვთ დრო, რომ მშვიდობიანად მიაღწიონ შეთანხმებას. თუ ეს არ მოხდება, კაფუ სასამართლოში "რომასა" და Qatar Airways-ს 11,8 მილიონ ევროს მოსთხოვს.