ავტორიზაცია

კაკა: "კახა კალაძემ ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა"

კაკა: "კახა კალაძემ ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა"
თარიღი 21 Sep 2024, 13:37
დღეს, 19 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მილანს დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ კაკამ კომენტარი გააკეთა.


"საქართველოში პირველად ვარ და ქართველებისგან დიდ სითბოს ვგრძნობ — მიხარია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამდენი გულშემატკივარი გვყავს. მოედანზე გასვლა, გულშემატკივრებთან შეხვედრა და ფეხბურთის თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს."

"საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კარგი თაობა ჰყავს და დიდ ჩემპიონატებზე მაღალი მიზნების მიღწევა შეუძლიათ. გგულშემატკივრობთ და იმედი მაქვს, რომ თქვენი ნაკრები მომავალშიც დიდ წარმატებას მიაღწევს."

"როდესაც სან-პაულუდან მილანში გადავედი, კახა კალაძემ ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე ვთამაშობდით, ხშირად ვსაუბრობდით ერთმანეთთან."

"მაშინდელი მილანის გუნდი და დაცვის ხაზი მსოფლიოში საუკეთესო იყო. გავიმეორებ, რომ დღეს ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე კიდევ ერთხელ გასვლა და თამაში ჩემთვის დიდი ბედნიერებაა."

"დღეს ფეხბურთი შეცვლილია და ჩემის სტილის 10იანები აღარ არის — ისინი უფრო ხშირად ჩამოდიან უკან და სიღრმიდან თამაშობენ. ასევე შეცვლილია ტაქტიკა და მწვრთნელების მიდგომა."

"ჩემი საუკეთესო გოლი კარიერაში? მანჩესტერ იუნაიტედთან გატანილი გოლი, რომელიც გარდა იმისა, რომ ლამაზია, სატურნირო თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი იყო."