"კაკაბაძე ვარჯიშებზე ძალიან კარგ შედეგს აჩვენებს", - ტენერიფეს მწვრთნელი

"ტენერიფეს" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის მიგელ რამისმა თავისი შეგირდის, ოთარ კაკაბაძის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"კაკაბაძე ვარჯიშებზე აჩვენებს ძალიან კარგ შედეგს და მან ალბასეტესთან შეხვედრაში თავისი შანსი ნამდვილად დაიმსახურა.
ქართველი მარჯვენა მცველის ფორმით კმაყოფილი ვარ და მისი იმედი მომავალშიც მექნება", - განაცხადა ესპანელმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, სანტა კრუზელების ვინგბექს ტრავმის გამო გაუცდა თითქმის ერთი თვე, თუმცა ახლა ის უკვე მწყობრშია.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ 25-წლის განაპირა მცველი კანარის კუნძულებზე გასული წლის სექტემბერში გადმოვიდა.