კალაბრია უგუნდოდ დარჩა და მოლაპარაკებებს პრემიერ ლიგის კლუბთან აწარმოებს

მილანის მარჯვენა მცველმა, დავიდე კალაბრიამ კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
იტალიური მედიის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს კრისტალ პალასი იჩენს და მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ დავიდე კალაბრია მილანის აკადემიის აღზრდილია და როსონერის მაისურით ჩატარებულ 272 მატჩში 10 გოლი და 21 ასისტი აქვს. ფეხბურთელმა გასული სეზონის ნახევარი იჯარის წესით ბოლონიაში გაატარა და გუნდთან ერთად იტალიის თასი მოიგო.