კალიარი ატალანტას გოლკიპერით გაძლიერდა

"კალიარიმ" "ატალანტას" გოლკიპერი, ბორის რადუნოვიჩი დაიმატა.
25 წლის სერბმა სარდინიელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2025 წლის ივნისამდე დარჩება.
რადუნოვიჩი "ატალანტაში" 2015 წლის ზაფხულიდან ირიცხებოდა. გასულ სეზონში მას ბერგამოელთა მაისურით ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.
Transfermarkt-ის ვერსიით, "კალიარის" ახალწვეულის სატრანსფერო ფასი 300 ათას ევროს შეადგენს.