კალიარი იუვენტუსის მცველს უმიზნებს

"კალიარის" "იუვენტუსის" მცველის, რადუ დრაგუშინის იჯარით დამატება სურს.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.
რუმინელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის აღზრდილია და მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
Transfermarkt-ის ვერსიით, დრაგუშინის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს.