კალიარი უახლოეს პერიოდში ინტერის მცველის იჯარას დაადასტურებს

"ინტერის" მცველი, დალბერტი "კალიარიში" გადასვლასთან არის ახლოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს საათებში სარდინიელები 27 წლის ბრაზილიელის იჯარას დაადასტურებენ.
როგორც აღინიშნება, "კალიარის" ფეხბურთელის 7 მილიონ ევროდ შესყიდვის უფლება ექნებათ.
გასული სეზონი დალბერტმა იჯარით "რენში" გაატარა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა და 1 ასისტი მიითვალა.