კალიარის გოლკიპერს კორონავირუსი დაუდასტურდა

"კალიარის" გოლკიპერს, ალესიო კრანიოს კორონავირუსი დაუდგინდა, წერს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.
26 წლის მეკარემ ტესტი 4 აპრილს გაიკეთა, იტალიის ნაკრების განკარგულებიდან დაბრუნების შემდეგ.
ამ დროისთვის, კარის დარაჯი თვითიზოლაციაშია.
მიმდინარე სეზონში კრანიომ სერია ა-ში 29 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაუშვა.