კალიარის ნახევარმცველს რამდენიმე სერიოზული მსურველი ჰყავს
"კალიარის" ნახევარმცველმა, ნაითან ნანდესმა კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, იტყობინება Calciomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ურუგვაელის აგენტმა თქვა, რომ ფეხბურთელი კლუბს დატოვებს.
როგორც აღინიშნება, ნანდესის ხელში ჩაგდება "ტოტენჰემს", "ლიდსსა" და "ნაპოლის" სურთ.
გასულ სეზონში "კალიარის" ნახევარმცველმა სერია ა-ში 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, სარდინიელთა შუახაზელის სატრანსფერო ფასი ამჟამად 22 მილიონ ევროს შეადგენს.