კამავინგასთვის სეზონი დასრულდა?

რეალ მადრიდის ფეხბურთელისთვის, ედუარდო კამავინგასთვის სეზონი დასრულებულია.
ფრანგმა ფეხბურთელმა ზიანი გუშინდელ შეხვედრაში, ხეტაფეს წინააღმდეგ მიიღო, როგორც ცნობილია კამავინგას მყესები დაუზიანდა.
ედუარდომ შესაძლოა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც გამოტოვოს.
ფეხბურთელი რეალის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავს, ამ დროის განმავლობაში მან 180 მატჩში 4 გოლის და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.