კამილ გლიკი უდინეზეს იჯარით შეუერთდება

პოლონელი მცველი კამილ გლიკი კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერში“ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.
33 წლის ფეხბურთელი „უდინეზეს“ ერთწლიანი იჯარით, „ბენევენტოდან“ შეუერთდება.
გლიკი „ბენევენტოში“ 2020 წლის შემოდგომაზე, „მონაკოდან“ 3 მილიონ ევროდ გადავიდა და ჯამურად, გუნდის მაისურით სერია ა-ს 36 მატჩში 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.