ავტორიზაცია

კანსელუ ბარსაში რჩება

კანსელუ ბარსაში რჩება
თარიღი 17 ივნ 2024, 15:43
ბარსეოლას და ჟოაო კანსელუს ურთიერთობის გაგრძელება სურთ, პორტუგალიელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ბარსელონაში ბედნიერია და კარიერს გაგრძელება სწორედ კალატონიაში უნდა. შეგახსენებთ, რომ კანსელუს უფლებები მანჩესტერ სიტის ეკუთვნის. ''ქალაქელების'' გეგმებში პორტუგალიელის გაყიდვა შედის. ინგლისელები მის უკან დაბრუნდებას არცკი განიხილავენ.

სიტი მზადაა ბარსელონას თავისი მცველი ისევ იჯარით გაატანოს. უბრალოდ ინგლისურ გუნდს ერთი პირობა აქვს. სეზონის ბოლოს ბარსელონა ვალდებული იქნება კანსელუ გამოისყიდოს. სავარაუდო თანხა 30 მილიონი სახელდება. დიდია იმის შანსი, რომ პორტუგალიელი შემდეგ წელსაც ბარსელონაში ვიხილოთ.

ამ წუთისთვის ჟოაო ემზადება ევროპის ჩემპინატის პირველი შეხვედრისთვის, რომელსაც პორტუგალია ჩეხეთთან გამართავს. პორტუგალია ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ევრო სარბიელზე. გასულ სეზონში ჟოაო კანსელუმ ბარსელონას შემადგენლობაში 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანა მოახერხა.