ავტორიზაცია

კანსელუ საუდის არებეთში ?

კანსელუ საუდის არებეთში ?
თარიღი 07 ივლ 2024, 18:48
პორტუგალიელი განაპირა მცველი ჟოაო კანსელუ მანჩესტერ სიტიში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ კანსელუმ გასული სეზონი კატალონიის ბარსელონაში გაატარა, სადაც თავი საკმაოდ ნორმალურად წარმოაჩინა. გუნდს და მოთმაშეს სურდათ ურთიერთობის გაგრძელება, მაგრამ ბარსელონას ამ მომენტისთვის არ აქვს საკმარისი თანხები კანსელუს დასატოვებლად. 

სიტი არ აპირებს, კანსელუს შენარჩუნებას, როგორც მოგეხსენებათ პორტუგალიელს ცუდი ურთიერთობა აქვს, ''ქალაქელთა'' მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან. სიტი თავის მცველში 30 მილიონ ითხოვს. საუდის არაბეთის გუნდები მზად არიან გადაიხადონ ეს თანხა. ალ აჰლი და ალ ეტიფაქი ინტერეს იჩენენ, პორტუგალიელი განაპირა მცელის მიმართ. 

თავად კანსელუ არ იქნება წინააღმდეგი, რომ კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, ორივე გუნდს საკმაოდ ამბიციური პროექტი აქვს და კანსელუს სახელფასო მოთხოვნებს, ორივე მხარე უპრობლემოდ დააკმაყოფილებს.