კაპელო: "ვიმედოვნებ, რუსეთს უეფასა და ფიფას ტურნირებზე მალე დააბრუნებენ"
სახელგანთქმულ იტალიელ სპეციალისტს, ფაბიო კაპელოს იმედი აქვს, რომ რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე მალე დააბრუნებენ.
მოგეხსენებათ, აქამდე, უეფამ და ფიფამ რუსული კლუბები და ნაკრებები ტურნირებიდან გაურკვეველი ვადით მოხსნეს.
"ვფიქრობ, რუსეთს უეფასა და ფიფას ტურნირებზე დააბრუნებენ", - ციტირებს რუსული მედია კაპელოს სიტყვებს.
"ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში რუსი სპორტსმენები კვლავ შეძლებენ ტურნირებში მონაწილეობას", - დასძინა იტალიელმა.
აღსანიშნავია, რომ 75 წლის სპეციალისტი 2012 წლის ივლისიდან 2015 წლის ივლისამდე რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში.