ავტორიზაცია

კარაგერი: "ბელინგემი კარგია, მაგრამ ინგლისს სხვა ლიდერი ჰყავს - მსგავსი ფეხბურთელი არ გვყოლია"

კარაგერი: "ბელინგემი კარგია, მაგრამ ინგლისს სხვა ლიდერი ჰყავს - მსგავსი ფეხბურთელი არ გვყოლია"
თარიღი 24 მაი 2024, 16:33
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

"ბელინგემი კარგია, გამორჩეული სეზონი ჰქონდა და ტოპ ფეხბურთელია, თუმცა ვფიქრობ, ინგლისის ნაკრებში ლიდერი ფილ ფოდენია.

ფოდენი ყველაზე ნიჭიერი ინგლისელი ფეხბურთელია და ძნელად მახსენდება, მსგავსი ფეხბურთელი ინგლისს ოდესმე თუ ჰყოლია.

არ შედარებით ბელინგემს არ ვაკნინებ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბელინგელი ცუდი მოთამაშეა. პირიქით, ორივე მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, მაგრამ ფოდენი ყველაზე ნიჭიერია", - განაცხადა კარაგერმა.