ავტორიზაცია

"კარგი ადამიანია, მაგრამ საშინელი ფეხბურთელი" — რონალდომ ყველაზე ცუდი თანაგუნდელი დაასახელა

"კარგი ადამიანია, მაგრამ საშინელი ფეხბურთელი" — რონალდომ ყველაზე ცუდი თანაგუნდელი დაასახელა
თარიღი 12 Dec 2025, 16:18
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, რონალდომ ყველაზე ცუდ თანაგუნდელად გრავესენი დაასახელა, რომელთან ერთადაც რეალში თამაშობდა.

"ყველაზე ცუდი თანაგუნდელი? გრავესენი, რომელიც ძალიან კარგი პიროვნება და ადამიანია, თუმცა, საშინელი ფეხბურთელი იყო. როგორც ვიცი ბოლო პერიოდში პოკერის 50 მილიონიანი ტურნირი მოიგო" — რონალდო.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1993 წელს დაიწყო და 2011 წელს დაასრულა. რეალის ღირსებას 2002-2007 წლებში იცავდა.