ავტორიზაცია

კარიერის მთავარი მომენტის გასახსენებლად — რამოსმა ახალ კლუბში ნომერი აირჩია

კარიერის მთავარი მომენტის გასახსენებლად — რამოსმა ახალ კლუბში ნომერი აირჩია
თარიღი 07 Feb 2025, 14:44
მადრიდის რეალის ყოფილმა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ევროპა დატოვა და კარიერას მექსიკურ მონტერეიში გააგრძელებს.

38 წლის ესპანელი ახალ კლუბს უკვე შეუერთდა და სათამაშო ნომერი აირჩია. სერხიო რამოსი მონტერეიში 93 ნომრიანი მაისურით ითამაშებს — სწორედ 93-ე წუთზე შეძლო მან 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ატლეტიკოს კარის აღება და ანგარიშის გათანაბრება, რის შემდეგაც სამეფო კლუბმა დამატებით დროში მოიგო.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი მადრიდის რეალის ღირსებას 2005-21 წლებში იცავდა და 671 შეხვედრაში 101 გოლთან ერთად 40 ასისტი გაიფორმა. ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა სამეფო კლუბთან ერთად 22 ტიტული, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო.