კარიმ ბენზემას გუნდმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანული გუნდის წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლაზე უარი თქვა

„ალ იტიჰადმა“ აზიური ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობაზე პოლიტიკური მიზეზებით თქვა უარი.
კლუბს, რომელშიც კარიმ ბენზემა, ფაბინიო და ნგოლო კანტე თამაშობდნენ, ირანულ „სეპაჰანთან“ უნდა ეთამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 რაუნდის დაპირისპირებაში.
თუმცა, ეს თამაში გაუქმდა იმის გამო, რომ საუდის არაბეთის კლუბმა მოედანზე გამოსვლაზე უარი თქვა. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტი აჰმედ ალ-ომრანი წერს, ეს იმას უკავშირდება, რომ „სეპაჰანის“ სტადიონზე კასემ სულეიმანის ძეგლი დგას სათადარიგოთა სკამებს შორის.
კასემ სულეიმანი - ირანელი მეომარია, გენერალ-ლეიტენენტი და სპეცდაჯგუფება „ალ-კუდსის“ მეთაური ისმალის რევოლუციის მცველთა კორპუსიდან. ის უდიდეს საომარ მხარდაჭერას უცხადებს „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ დაჯგუფებებს და ასევე ეხმარებოდა ბაშარ ასადის მმართველობას სირიაში სამოქალაქო ომის დროს.
2011 წელს აშშ-მ სულეიმანი ტერორისტების სიაში შეიყვანა და ბრალი ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობაში დასდო.