კარლო ანჩელოტი: ამდენი სუპერვარსკვლავის ყოლამ ჩემი შვებულება გაანადგურა

რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ატალანტასთან მატჩის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"კილიან მბაპე 100%-ით მზადაა. ფრანგი თავის დონეს, სურვილსა და მონდომებას აჩვენებს.
გუნდში ამდენი კარგი ფეხბურთელის ყოლამ ჩემი შვებულება გაანადგურა. სულ იმაზე ვფიქრობ, ვინ ითამაშებს," - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
მადრიდული კლუბი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს დღეს, 23:00 საათზე, UEFA-ს სუპერ თასზე, ატალანტას წინააღმდეგ გამართავს.