ავტორიზაცია

კარლოს კეირუშმა ირანის ნაკრებიდან წასვლის განცხადება გააკეთა

კარლოს კეირუშმა ირანის ნაკრებიდან წასვლის განცხადება გააკეთა
თარიღი 30 Nov 2022, 21:37
პორტუგალიელმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა ირანის ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა.

„ბიჭებო და ძვირფასო მეგობრებო! ფეხბურთში არ არის ისეთი გაგება, როგორიც მორალური გამარჯვებაა, მაგრამ არც არაფერია სასირცხვილო იმაში, როცა საკუთარ ოცნებას ვერ აღწევ, მიიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გააკეთე და სურვილიც და მენტალიტეტიც გამოავლინე.

ვამაყობ თქვენით, შესანიშნავები იყავით მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ საფეხბურთო ოჯახის წევრობა. მჯერა, რომ პატივისცემას იმსახურებთ. გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობას, წარმატებას და ჯანმრთელობას, მადლობა.“, - წერს კეირუში.

პორტუგალიელი სპეციალისტი ირანს სათავეში 7 სექტემბერს ჩაუდგა. იქამდე, ის ნაკრებში 2011-2019 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ირანის ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.