ავტორიზაცია

კაშია: "ლოკომოტივთან გავლილი შეკრების მერე, სხვა ქართულ გუნდში წასვლა უკვე გვიანი იქნებოდა"

კაშია: "ლოკომოტივთან გავლილი შეკრების მერე, სხვა ქართულ გუნდში წასვლა უკვე გვიანი იქნებოდა"
თარიღი 07 Mar 2021, 11:36

თბილისის „ლოკომოტივში“ თავისი სადებიუტო მატჩის შემდეგ, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნება და ასეთ სტადიონზე სასტარტო შეხვედრის ჩატარება ორმაგად სასიამოვნოა. მეტოქეს ვაჯობეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ. თუმცა, უფრო მეტი გოლი უნდა შეგვეგდო.

მქონდა თუ არა სხვა შემოთავაზებები? იყო რაღაც ვარიანტები, მაგრამ სახლში დარჩენა ვამჯობინე, რადგან 12 წელია თბილისში არ ვყოფილვარ და ამ ეტაპზე, მითუმეტეს დიდი პერიოდის გაცდენის ფონზე, საქართველოს ჩემპიონატი ფორმის აღსადგენად იდეალური იქნება. მითუმეტეს, რომ თამაშები 4 დღეში ერთხელ უწევს.

სხვა ქართული გუნდების შემოთავაზებები? ადრეულ ეტაპზე რაღაც მოლაპარაკებები იყო, მაგრამ „ლოკომოტივთან“ გავლილი მომზადების შემდეგ, აქ გუნდის ტაქტიკური ვარჯიშები გავიარე და სხვა გუნდში წასვლა უკვე გვიანი იქნებოდა.“ - აღნიშნა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა.